კვლევის შედეგები, რომელიც ჩაატარეს კვების და მეტაბოლური ფიზიოლოგიის სპეციალისტებმა ბატის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი), გამოქვეყნდა British Journal of Nutrition-ში.
მეცნიერებმა სთხოვეს 29 ჯანმრთელ მამაკაცსა და ქალს სამ ექსპერიმენტში მონაწილეობა. პირველ ექსპერიმენტში მონაწილეებს, ნორმალური ღამის ძილის შემდეგ, დილით გაღვიძებისთანავე სთხოვეს ტკბილი სასმელის დალევა, რომლის კალორიული შემცველობა შეესაბამებოდა სტანდარტულ საუზმეს. მეორე ექსპერიმენტის დროს მონაწილეებს არ აძლევდნენ საშუალებას მშვიდად ეძინათ მთელი ღამე – მკვლევარები შეგნებულად აღვიძებდნენ მათ ყოველ საათში ხუთი წუთის განმავლობაში. დილით გაღვიძების შემდეგ მონაწილეები სვამდნენ იმავე ტკბილ სასმელს. მესამე ექსპერიმენტის დროს მონაწილეებს ასევე აღვიძებდნენ მთელი ღამე, მაგრამ მეორე დილით მათ შესთავაზეს ჯერ მაგარი შავი ყავის დალევა, ხოლო მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ – ტკბილი სასმელი.
ყოველი ექსპერიმენტის შემდეგ მონაწილეები იღებდნენ სისხლის ანალიზს გლუკოზის დონის შესამოწმებლად.
აღმოჩნდა, რომ ერთი ღამის ფრაგმენტული ძილი არ იწვევს გლუკოზაზე ორგანიზმის რეაქციის დარღვევას. თუმცა, თუ ასეთი ღამის შემდეგ საუზმემდე მაგარ შავ ყავას დალევთ, საუზმის შემდეგ სისხლში შაქრის დონე 50%-ით იზრდება.