საქართველოს მომავალ კვირას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ეწვევა, – ამის შესახებ მან ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჟურნალისტებს განუცხადა. “მომავალ კვირას თბილისში ჩამოვალ. თბილისში საერთო სამთავრობო სხდომა გვექნება. ყველა მინისტრი ჩემთან ერთად იქნება“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა. უნგრეთის პრემიერის თქმით, ის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.კითხვაზე, რა იყო იმის მიზეზი, რომ საქართველოს შარშან კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს, ორბანმა უპასუხა: „ეგოისტობა, ლიდერები ეგოისტები არიან. მათ არ სურთ თქვენი მიღება და ფინანსურად საჭირო წყაროების მიღება. ისინი ამას გაფართოების მიმართ დაღლილობას უწოდებენ, რაც თქვენი ქვეყნის მიმართ სრულიად უსამართლოა.“
-