6-7 ოქტომბერს ექსპოჯორჯიაში გაიმართება განათლების გამოფენა, რომელიც ძალიან საინტერესო ოქნება აბიტურიენტებისთვის და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების მსურველთათვის. გამოფენა მთლიანად ეძღვნება აბიტურიენტებს დავეხმაროთ სწორი არჩევანის გაკეთებაში და დავანახოთ ყველა შესაძლებლობა როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შემთხვევაში. მათ ადგილზე დახვდებათ ოთხი ძირითადი მიმართულება: 1.უნივერსტეტები და სასწავლებლები ( ადგილობრივი და საერთაშორისო უნივერსტეტები) 2.სტიპენდიის გამცემი ორგანიზაციები -ამერიკის საელჩო (საელჩოს წარმომადგენელი გაგვაცნობს ვიზის მიღების საკითხებს, დაფინანსების შესაძლებლობებს და რჩევებს მისცემს ინდივიდუალურად ყველა მოსწავლეს როგორ ჩააბარონ და მოიპოვონ ეს დაფინანსება) – საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი- დაფინანსებების შესაძლებლობები ბაკალავრის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის -DAAD- გერმანიაში სწავლის შესაძლებლობებს გააცნობს ინდივიდუალურად ყველა დიანტერესებულს,რაც შეეხება გამოსვლების სერიას, ის ორ ნაწილად იქნება გაყოფილი – 6 და 7 ოქტომბერს და დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, მოისმინოს როგორც ინდვიდუალური ინსპირაციული გამოსვლები ასევე პანელური დისკუსიები.
-