დღეს 3 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში იმართება პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, საქართველოს პარლამენტის წევრებმა: ირაკლი კობახიემ, შალვა პაპუაშვილმა, მამუკა მდინარაძემ და სხვა წევრებმა, 2023 წლის 14 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა საკონსტიტუციო წარდგინება, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევის თაობაზე, რომელიც გულისხმობს შემდეგს – “საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.”
წარდგინებით თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა, 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან, განახორციელა სამუშაო ვიზიტები მთავრობის თანხმობის გარეშე. მანამდე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 12 ივლის წერილობით მიმართა მთავრობას, რაზედაც მან უარი მიიღო, რის შემდეგაც მან განახორციელა კიდევ ორი ვიზიტი რაზედაც წარდგინების თანახმად არ მიუმართავს მთავრობისთვის თანხმობის თხოვნით.
შეგახსენებთ რომ სხდომას არ ესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სხდომაზე პრეზიდენტის პოზიციას თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი წარმოადგენენ.
-