Another advertisement
დღეს, 28 სექტემბერს, სამტრედია – ლანჩხუთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველის თქმით, თავად 2 დაშავებული მგზავრი შენიშნა.თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.ადგილზე იმყოფებოდა როგორც სასწრაფო სამედიცინო სამსახური, ისე პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.