This is a specific ad

ადგილი, სადაც ქრისტიანები და მუსლიმები ერთად ლოცულობდნენ – კლდეში ნაკვეთი სუმელას უძველესი მონასტერი, რომელსაც სასწაულებსა და ლეგენდებს უკავშირებენ

23

Another advertisement

თურ­ქე­თი ტუ­რის­ტე­ბის­თვის მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბაა. ქვე­ყა­ნა სავ­სეა უნი­კა­ლუ­რი ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც ძვე­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბა, ად­გი­ლე­ბით, სა­დაც კვა­ლის წაშ­ლის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ფა­სა­დებს მიღ­მა მა­ინც იკი­თხე­ბა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რის სი­დი­ა­დე. ზღვია დონიდან 122 ,მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.მო­ნას­ტერს არა­ერ­თი ლე­გენ­და უკავ­შირ­დე­ბა. ერთ-ერთი ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, რო­მელ­საც მო­ნას­ტრის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე ვკი­თხუ­ლობთ, იმ­პე­რა­ტორ თე­ო­დო­სი­უს პირ­ვე­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს, ორმა ათე­ნელ­მა მღვდელ­მა, ბარ­ნა­ბუს­მა და სოფ­რო­ნი­უს­მა, ათე­ნი­დან ტრა­პი­ზონ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას, გა­მოქ­ვა­ბულ­ში ღვთის­მშობ­ლის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ხატი იპო­ვა. მღვდლებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ ამ ხა­ტის­თვის ტა­ძა­რი აე­შე­ნე­ბი­ნათ. ეს გა­მოქ­ვა­ბუ­ლი კი დღეს მო­ნას­ტრის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილს წარ­მო­ად­გენს.მო­ნას­ტრის შუ­ა­გულ­ში მდე­ბა­რე­ობს წყლის სა­ცა­ვი და ამ­ბო­ბენ, რომ მას­ში წმინ­და წყა­ლია. სა­ცავ­ში წყა­ლი 30, ან 40 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან, კლდო­ვა­ნი კედ­ლი­დან წვე­თე­ბად ჩა­ე­დი­ნე­ბა. მუს­ლი­მე­ბი­სა და ქრის­ტი­ა­ნე­ბის სა­ერ­თო სა­ლო­ცა­ვი არა მხო­ლოდ ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში, არა­მედ მუს­ლი­მურ რე­ლი­გი­ა­შიც სჯე­რათ, რომ დედა მა­რი­ა­მი ადა­მი­ა­ნე­ბის შემ­წეა და ჯან­მრთე­ლო­ბა მო­აქვს. სწო­რედ ამი­ტომ, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ მო­ნას­ტერ­ში მუს­ლი­მე­ბი და ქრის­ტი­ა­ნე­ბი ხში­რად ერ­თად ლო­ცუ­ლობ­დნენ და ღვთის­მშო­ბელს ჯან­მრთე­ლო­ბას ევედ­რე­ბოდ­ნენ, იქ არ­სე­ბულ წმინ­და წყალს კი, სა­კურ­ნებ­ლად იყე­ნებ­დნე რაც შე­ე­ხე­ბა მო­ნას­ტრის სა­ხელს, სუ­მე­ლა ბერ­ძნუ­ლი სი­ტყვაა. “მელა“ ნიშ­ნავს მუქს, შავს. შე­საძ­ლოა, ეს მი­უ­თი­თებ­დეს იმ მუქ და და­ბუ­რულ ტყე­ზე, რო­მე­ლიც ტა­ძარს აკ­რავს გარს. არ­სე­ბობს მე­ო­რე ვერ­სი­აც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სუ­მე­ლა ლა­ზუ­რი სი­ტყვაა და სა­მე­ბას ნიშ­ნავს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Marneulidə bıçaqlanma hadisəsi baş verib
Öncəki yazı
Prezidentin impiçmenti ilə bağlı konstitusiya təqdimatı Konstitusiya Məhkəməsi tərəfindən qəbul edilib