Another advertisement
მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების ჯარისკაცები ააფეთქეს – ამის შესახებ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით სოციალურ სელში ინფორმაციას ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ავრცელებს.
მთიან ყარაბაღში, დასახლება ჯანიატაგთან აფეთქდა ავტომანქანა, რომელშიც რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები ისხდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ.
ამავე უწყების ცნობით, სიტუაციისა და აფეთქების დეტალების შესასწავლად, ადგილზე მუშაობენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები – წერს ბერულავა.