This is a specific ad

მაია ბითაძე – მსოფლიოში განვითარებულმა ბუნებრივმა მოვლენებმა დაგვანახა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა უნდა დავუთმოთ გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხებს

42

Another advertisement

მთელ მსოფლიოში განვითარებულმა სხვადასხვა ბუნებრივმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა უნდა დავუთმოთ გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხებს. ამ საკითხების რეგულირება იწყება სამართლებრივი აქტების მოწესრიგებით , – განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, კონფერენციაზე თემაზე – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ” სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, 2014 წლიდან, ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების დღიდან დღემდე დიდი ძალისხმევაა გაწეული. „დაახლოებით 200-მდე სამართლებრივი აქტი, დირექტივა და რეგულაციაა, რომელთანაც ჰარმონიზაცია დავიწყეთ 2014 წლიდან, შეიძლება ითქვას, რომ სამართლებრივი აქტების მიღების კუთხით ეს ძალიან წარმატებულია, დაახლოებით 65% სამართლებრივი აქტების გადმოტანილი გვაქვს ეროვნულ კანონმდებლობაში”, – განაცხადა მაია ბითაძემ. მანვე კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხები,რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად არის ჩართული, კანონშემოქმედებით პროცესს წაადგება. „ეს არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსი ესწრება და დღეს სამოქალაქო საზოგადოებას ექნება საშუალება ყველა ის კითხვა დასვას, რომელიც დაკავშირებულია გარემოს დაცვასთან, ეკონომიკურ განვითარებასთან, შრომის უფლებებთან”, – განაცხადა მაია ბითაძემ. საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, კონფერენცია თემაზე – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ” მიმდინარეობს. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ, პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებმა. კონფერენციაზე ძირითადი განსახილველი საკითხები უკავშირდება გარემოს დაცვას და სოფლის მეურნეობას, ასევე ეკონომიკურ ინტეგრაციას და შრომით უფლებებს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
როგორ შევინარჩუნოთ ენერგიულობა დღის განმავლობაში?
Öncəki yazı
პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი წარუდგინა.