Another advertisement
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მარნეულელ სპორტსმენს, კიკბოქსიორ ელტუნ გოჯაევს შეხვდნენ და წარმატება მიულოცეს.
ელტუნ გოჯაევმა თურქეთში, ქალაქ სამსუნში გამართული პროფესიონალური ორთაბრძოლის ჩემპიონატზე 60 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა. იგი მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის კრივის წრის მწვრთნელია.
შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი ესწრებოდა.