ყურძენზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა ფასი არ იცვლება – სხვა გამოსავალი არ გვაქვს, იმ შემოთავაზებულ ფასს უნდა დავჯერდეთ, რასაც ქარხნები და სახელმწიფო საწარმოები გვიხდიან,“ – ამის შესახებ მევენახემ ლაშა ხიზანიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. „რთველი წელს ნამდვილად ადრეულ ეტაპზე დაიწყო. წლევანდელი წელი განსხვავებული იყო, რადგან ყურძნის ყვავილობის პერიოდში იმდენად ხანგრძლივი წვიმების სეზონი გვქონდა, რომ ფაქტობრივად, ნახევარი მოსავალი გაგვინადგურდა, ვერ ვახერხებდით ვენახის დროულად შეწამვლას და მოსავლის უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ მტევნის ჩამოყალიბებამდე დავკარგეთ. იმ ფერმერებს, ვინც გადაარჩინა და დღევანდლამდე მოიყვანა ყურძენი, დაგეგმილზე მეტი წამვლა დასჭირდათ, შესაბამისად, ყურძნის თვითღირებულება გაცილებით გაიზარდა, თუ 1 ჰექტრის მოვლა სხვა წლებში ჯდებოდა 3 ათას ლარამდე, წელს 4 ათას ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, ის 90 თეთრი, რაც ამ ეტაპზე სახელმწიფო საწარმოების მიერ არის შემოთავაზებული, ალბათ თვითღირებულებას აანაზღაურებს, თორემ მოგებაზე არ უნდა ვიფიქროთ.თუ ფერმერს გაუმართლა და კერძო პიროვნებებს სურთ, ყურძენი საკუთარი მოხმარებისთვის შეიძინონ, ფასიც რადიკალურად განსხვავებული და ფერმერისთვის უფრო მისაღები და ნორმალურია, რადგან მათთვის უფრო მნიშვნელოვანია ხარისხი,“- აღნიშნა ხიზანიშვილმა
-