11 სექტემბრის ტერაქტიდან 23 წელი გავიდა.
ამ დღეს ტერორისტული ორგანიზაცია ალ კაიდას თვითმკვლელმა ტერორისტებმა 4 თვითმფრინავი გაიტაცეს. 2 თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებს შეეჯახა. მსოფლიო სავაჭრო ცენტრების ორივე შენობა – 110-სართულიანი ტყუპი ცათამბჯენები 2 საათზე ნაკლებ განადგურდა.
ერთი თვითმრინავი თავს დაესხა პენტაგონის შენობას. მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი, სადაც ტერორისტებს ეკიპაჟის წევრებმა და მგზავრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, პენსილვანიაში ჩამოვარდა.
ტერაქტების შედეგად 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.მათგან 246 ადამიანი გატაცებული თვითმფრინავის მგზავრი იყო; 2 606 – ცათამბჯენებში დაიღუპა. პენტაგონში მოკლეს 125 ადამიანი. ცათამბჯენების ადგილას ახლა გარდაცვლილთა მემორიალი და მუზეუმია.
11 სექტემბრის შემდეგ აშშ-მ ერაყსა და ავღანეთში ანტიტერორისტული ოპერაციები დაიწყო. 2011 წელს პაკისტანში ალ კაიდას ლიდერი, ოსამა ბინ ლადენი მოკლეს.