ადამიანი ოთხი დღე დაიკარგა, შემდეგ ისეთ ქვეყანაში, ისეთ ლიდერთან აღმოჩნდა, რომელთან შეხვედრაზე თანხმობაც არ ჰქონდა მოთხოვნილი – ის დემონსტრაციულად, კიდევ უფრო უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და შეფუთვის იმედად, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალსა და კანდიდატის სტატუსს ითხოვს, ევროპელი ლიდერებიც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან – რა უნდა თქვას ნებისმიერი ქვეყნის ლიდერმა, რომელსაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტი თავზე ასე დაუკითხავად დაადგება?! – ასე უპასუხა საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მის ფრანგ კოლეგასთან ემანუელ მაკრონთან შეხვედრის თაობაზე დასმულ კითხვას ,ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი არც შარშან გვეკუთვნოდა, არც წელს, მაგრამ მე მაინც წავალ, იქნებ მაინც მოგვცენ – ეს უკიდურესად დამაზიანებელია. ამის მკეთებელი პრეზიდენტი არა თუ თანხმობას, რომ ჩვენი ქვეყანა მან წარმოადგინოს, არამედ უმძიმეს შეფასებას იმსახურებს. არ შეიძლება იმ ადამიანის ნდობა, ვინც საკუთარ ქვეყანას გაცილებით უარესად აფასებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა მკაცრი შემფასებელი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ
-