This is a specific ad

რა ფაქტორები ახდენს გავლენას ბავშვის ზრდაზე?

36

Another advertisement

სიმაღლეში ზრდის ტემპი ბავშვის ფიზიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია. ზრდის შეფერხება შეიძლება გამოიწვიოს ენდოკრინულმა დარღვევებმა – ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებმა, ზრდის ჰორმონის უკმარისობა, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბე.სიმაღლეში ზრდაში ენდოკრინული სისტემა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ზრდაში თითქმის ყველა ჰორმონი მონაწილეობს. მათ შორისაა, ჰიპოფიზი, ინსულინი, ფარისებრი ჯირკვალი, თირკმელზედა ჯირკვალი, სასქესო ჰორმონები, ინსულინი, კალციუმის მარეგულირებელი პარათჰორმონი. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ზრდის ჰორმონს, სომატოტროპინს, რომელსაც ჰიპოფიზი გამოიმუშავებს; ქრონიკულმა დაავადებებმა, ესენია: გულ-სისხლძარღვთა,საჭმლის მომნელებელი სისტემის, თირკმლის დაავადებები. ამ დროს აუცილებელია დაავადების მკურნალობა და მისი მართვა. გენეტიკური და ენდოკრინული ფაქტორების გარდა, ზრდაზე მოქმედებს სხვა ფაქტორებიც: ფიზიკური აქტივობა – ხელს უწყობს ძვლოვანი სისტემის განვითარებას და ზრდის ჰორმონის წარმოქმნას, საკმარისი ფიზიკური აქტივობის არარსებობის შემთხვევაში შესაძლოა ბავშვის ზრდა-განვითარება შეფერხდეს; კვება – მიჩნეულია, რომ სისხლში გლუკოზის მაღალი დონე თრგუნავს ზრდის ჰორმონის გამოყოფას, ხოლო გლუკოზის დონის დაქვეითება, პირიქით, ასტიმულირებს მის სეკრეციას. ბავშვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დაბალანსებულ კვებას. რაციონი მდიდარი უნდა იყოს ხილით, ბოსტნეულით, რძის ნაწარმით და ცილებით; ძილი.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
Öncəki yazı
ეროვნული არქივის დირექტორი: ხანძარი გაუჩნდა კინოფირების საცავს