This is a specific ad

უხვი ნალექი, ადიდებული მდინარეები, ჩამოწოლილი მეწყერი, დაზიანებული საცხოვრებელი სახლები, ხიდები, გზები – ფოტოკოლაჟი გურიის სტიქიიდან

43

Another advertisement

გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. სტიქიის ადგილებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები იმყოფებიან, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები. უახლესი ინფორმაციით, მაშველები 3 ადამიანს ეძებდნენ, საიდანაც ორი უკვე ნაპოვნია. 1 გარდაცვლილი ბავშვია, კიდევ ერთ მოზარდს კი ჯერ კიდევ ეძებენ. მაშველებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამძებრო სამუშაოების შედეგად, 80 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ სილაურში მოხუცი ქალის საცხოვრებელი სახლი წუხელ განვითარებულმა მეწყერმა მთლიანად გაანადგურა. სტიქიის დროს ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში გურიიდან უამრავი ვიდეო და ფოტო ვრცელდება, სადაც ჩანს როგორაა მდინარეები ადიდებული და დაიტბორა სახლები. იხილეთ ფოტოგალერეა: სტიქია გურიაში იხილეთ ასევე: “უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. თორნიკე ძალიან კარგი ბიჭი იყო და ეს დიდი გულისტკივილია” – ვინ არის სოფელ ჯუმათში დაღუპული მოზარდი? “დამეწყრილ ზონაში რჩებიან პატარა ბავშვებით.. ხორეთის ქვედა მხარე წაღებულია და მთიდან მოდის მეწყერი..”

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ეროვნული არქივის დირექტორი: ხანძარი გაუჩნდა კინოფირების საცავს
Öncəki yazı
იაშვილის საავადმყოფომ პაციენტების უსაფრთხოებასა და სამედიცინო ხარისხში ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაცია (AACI) მოიპოვა