Another advertisement
მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2022-2023 სასწავლო წელს სკოლა 1200-ზე მეტმა მოსწავლემ დაამთავრა, რომელთაგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ნახევარზე მეტმა კურსდამთავრებულმა მიიღო მონაწილეობა.
მარნეულის რესურსცენტრის წარმომადგენლის, ირმა დავაძის განმარტებით გამოცდების შემდეგ რამდენიმე აბიტურიენტმა დაფინანსებაც მოიპოვა.
საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 -23 წელს დაფიქსირდა.