This is a specific ad

როგორი უნდა კვება ნაღვლის ბუშტის ჯანმრთელობისთვის

41

Another advertisement

ნაღვლის ბუშტი მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ცხიმების მონელებაში. ადამიანთა ნაწილში ნაღვლის ბუშტში კენჭებმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, შებერილობა, გულისრევა და ღებინება. როდესაც ნაღვლის ბუშტის სიმპტომები ხშირია, მორეციდივე და განსაკუთრებით არასასიამოვნოა, მკურნალობის მეთოდი მისი ამოღებაა. მიუხედავად იმისა, რომ დიეტა პირდაპირ არ იწვევს ნაღვლის ბუშტის პრობლემებს და არ განკურნავს მას, ჯანსაღი კვება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ნაღვლის ბუშტის კენჭების წარმოქმნა და გარკვეული დისკომფორტი. რიგი რისკ-ფაქტორები ნაღვლის ბუშტის წარმოქმნას უწყობს ხელს. სხეულის წონა ასევე ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია. ნაღვლის ბუშტის კენჭების გაჩენის რისკი უფრო მაღალია ჭარბწონიან და სიმსუქნის მქონე ადამიანებში. საკვები, რომლებიც მდიდარია ცხიმებითა და ქოლესტერინით და ნაკლებ ბოჭკოს შეიცავს ხელს უწყობს კენჭების წარმოქმნას. თუ ჭარბი წონა გაქვთ, შეეცადეთ დაიკლოთ ზედმეტი წონა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს თანდათან. არსებობს კავშირი წონის სწრაფ კლებასა და ნაღვლის ბუშტში ქვების წარმოქმნას შორის.

ჯანსაღი საკვები ნაღვლის ბუშტისთვის ხართ თუ არა ნაღვლის ბუშტის კენჭების რისკის ქვეშ, ყოველთვის კარგი იდეაა შეინარჩუნოთ სხეულის ჯანსაღი წონა და მიირთვათ საკვები, რომელიც შეიცავს ნაკლებ ცხიმსა და ქოლესტერინს, ზომიერ კალორიებს და დიდი რაოდენობით ბოჭკოს. ჯანსაღი საკვები მოიცავს: ახალი ხილი და ბოსტნეული; მთლიანი მარცვლეული (მთლიანი ხორბლის პური, ყავისფერი ბრინჯი, შვრია); უცხიმო ხორცი; თევზი; უცხიმო რძის პროდუქტები ნაღვლის ბუშტის პრობლემები შესაძლოა მომდინარეობდეს რაფინირებული ნახშირწყლებით და ნაჯერი ცხიმებით მდიდარი საკვებიდან. დიეტის შეცვლა არ გააქრობს ნაღვლის ბუშტში არსებულ კენჭებს, მაგრამ ჯანსაღი, დაბალანსებული საკვები ნივთიერებების მიღება, ნაჯერი ცხიმებისა და ქოლესტერინით მდიდარი საკვების რაოდენობის შეზღუდვა, ხელს უწყობს სიმპტომების შემსუბუქებას. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ან შეზღუდოთ: შემწვარი საკვები; გადამუშავებული საკვები (დონატები, ღვეზელი, ნამცხვრები); მაღალცხიმიანი რძის პროდუქტები; ცხიმიანი ხორცი ასევე მოერიდეთ ძალიან დაბალკალორიულ დიეტებს. თუ სიმპტომები არ ქრება და ძლიერდება, მიმართეთ ექიმს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
პროფსასწავლებლებში სტუდენტების რაოდენობა იზრდება – რა პროფესიებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა
Öncəki yazı
ჯორჯიან მანგანეზი“ – კომპანიამ ფეროშენადნობების წარმოება შეამცირა და 11-დან 8 ღუმელი გათიშა