This is a specific ad

თელავის აეროდრომის ადგილზე ახალი აეროპორტი მოეწყობა

41

Another advertisement

თელავის აეროდრომის ადგილზე ახალი აეროპორტი მოეწყობა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, პროექტირება მიმდინარე წელსვე დაიწყება, რომლის დაახლოებითი ბიუჯეტი 25-30 მლნ ლარამდე იქნება. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, თელავის აეროპორტის მშენებლობის საკითხზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ და დაამტკიცებენ.

„თელავში, მოგეხსენებათ, რომ იყო ისტორიული აეროდრომი და გვინდა, რომ ამ ადგილას მოვაწყოთ, ავაშენოთ ახალი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ახალი აეროპორტი, შეიქნას თელავის ახალი აეროპორტი. ჩვენ, პროექტირებას, მშენებლობას წელსვე დავიწყებთ და გვინდა, რომ აეროპორტმა პირველი მგზავრი მიიღოს უკვე 2024 წლის მაის-ივნისში. პროექტისთვის გამოყოფილია დაახლოებით 25 მლნ ლარი, ეს პროექტი 25-30 მლნ ლარი დაჯდება. რაში მდგომარეობს მთავარი იდეა – ჩვენ სრულიად განვაახლებთ, 1 700 მეტრამდე გაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები, ზოგადად მთელი ინფრასტრუქტურა განახლდება და შეიქმნება ახალი საპარკინგე ადგილები, მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები. თელავს თანამედროვე აეროპორტი ექნება. ეს ნიშნავს იმას, რომ არამხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს შეეძლებათ დღის განმავლობაში კომფორტულად იფრინონ, გადაადგილდნენ თელავიდან ბათუმის, მესტია, ამბროლაურის, ქუთაისის მიმართულებით. აუცილებელია შიდა რეისების, შიდა ავიაციის განვითარება. ამ მიზნით ჩვენ, მთავრობას გამოყოფილი გვაქვს, რამდენიმე წელია ვეხმარებით კომპანიებს და ამ მიმართულებას კიდევ უფრო გავაფართოებთ. ქვეყანაში ჯამში, 6 თანამედროვე აეროპორტი იქნება. თელავში აეროპორტი დამატებით კიდევ უფრო მიზიდულობას შექმნის, ტურისტებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო კომფორტული გახდება და კიდევ უფრო სწრაფად მოხდება გადაადგილება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Kateqoriya: İqtisadiyyat
Sonrakı yazı
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეული-სადახლოს ცენტრალურ მაგისტრალზე
Öncəki yazı
Telavidə yeni hava limanı inşaa olunacaq