This is a specific ad

საქართველოდან პომიდვრის რეექსპორტი 5,5-ჯერ გაიზარდა – სად „გადავყიდეთ“ პროდუქტი

42

Another advertisement

საქართველოდან პომიდვრის რეექსპორტი 5,5-ჯერ გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, თუ 2022 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნიდან რეექსპორტზე 274.4 ათასი დოლარის ღირებულების (241.6 ტონა) პომიდორი გავიდა, წელს ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1.516 მლნ დოლარამდე გაიზარდა (1 031 ტონა).

საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, წელს რეექსპორტი ძირითადად სომხეთსა და რუსეთში განხორციელდა. რუსეთში საქართველოდან 894.9 ათასი დოლარის (604.7 ტონა) პომიდორი „გადაყიდა“, სომხეთში კი 621.3 ათასი დოლარის ღირებულების (426.6 ტონა).

რეექსპორტის ზრდის გამო, მოიმატა ქვეყანაში პომიდვრის იმპორტმაც. კერძოდ, 2023 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში სულ შემოვიდა 8.061 მლნ დოლარის ღირებულების ახალი პომიდორი (19 392 ტონა), წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5.045 მლნ დოლარის ღირებულების (14 588 ტონა). მთავარი იმპორტიორი კი, როგორც გასულ წელს, 2023-შიც თურქეთი იყო. წელს მეზობელ ქვეყანაში 7.949 მლნ დოლარის (19 161 ტონა) ახალი პომიდორი ვიყიდეთ, 2022 წლის 7 თვეში კი 4.943 მლნ დოლარის ღირებულების (14 399 ტონა)

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Gürcüstandan pomidorun təkrar ixracı 5,5 dəfə artdı
Öncəki yazı
Etnik ermənilərin Tbilisidə keçirdiyi aksiya iflasa uğrayıb