Another advertisement
ამჯერად ყველაზე რთული მდგომარეობა უბისა-შორაპნის მონაკვეთზეა, რომლის მშენებლობა “ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციამ” 2019 წელს დაიწყო. სოფელ ფუთსა და მიმდებარე დასახლებებში მცხოვრები ოჯახები მუდმივ შიშში არიან:გეოლოგები ჩინელებს აფრთხილებდნენ, რომ აქ მეწყერსაშიში ზონაა და აფეთქება დაუშვებელია, რომ გვირაბის გაყვანა ბურღვის მეთოდითაც შეიძლება, მაგრამ ვინ მოუსმინა?! ამ კლდის ზემოთ, სადაც გვირაბი გაჰყავთ, სოფელი ფუთია, მის ძირში კი, უძველესი დაბა – შორაპანია გაშენებული. ეს დასახლება 20-21 საუკუნისაა, მოსახლეობა საკმაოდ მჭიდროდ ცხოვრობს და ნუთუ, ამ ხალხზე არავინ ფიქრობს სამწუხაროა, რომ სპეციალისტების გაფრთხილება თავის დროზე არ მოისმინეს და არ გაითვალისწინეს.