ჩრდილოეთ კავკასიაზე თავის დროზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შუა საუკუნეების ქართულმა ქრისტიანულმა კულტურამ. ადგილობრივი ხალხების ფოლკლორულმა შემოქმედებამ და მითოლოგიურმა ცნობიერებამ ბოლო დრომდე სიუჟეტებისა და მოტივების სახით შემოგვინახა ქართული კულტურის გავლენის კვალი. ჩრდილოეთ კავკასიის მრავალ კუთხეში დღემდე შემორჩა ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის არაერთი ძეგლი. ა.წ. 14 ივლისიდან 25 ივლისამდე ჩრდილოეთ კავკასიაში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ქართველ პროფესორთა ჯგუფი. სამეცნიერო მივლინება განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში. (პროექტის ხელმძღვანელი პროფესორი ცირა ბარამიძე). ჩრდილოეთ კავკასიაში ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების შესახებ გვესაუბრება პროექტის ძირითადი შემსრულებელი, ფილოლოგიის დოქტორი, ფოლკლორისტი, კავკასიოლოგი ხვთისო მამისიმედიშვილი.
-