This is a specific ad

“მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას. იგივე სტატუსი ელის საქართველოს… ასე რომ, ახლა გაფართოება აღარ არის ოცნება” – შარლ მიშელი.

46

Another advertisement

ვ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რი 2030 წლის­თვის გა­ფარ­თო­ე­ბის­თვის მზად უნდა იყოს. “ევ­რო­კავ­ში­რის გა­ფარ­თო­ე­ბა აღარ არის ოც­ნე­ბა“ ,- გა­ნა­ცხა­და მან სლო­ვე­ნი­ის ქა­ლაქ ბლედ­ში გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტრა­ტე­გი­ულ ფო­რუმ­ზე. “გა­სულ წლის ივ­ნის­ში ჩვენ მი­ვა­ნი­ჭეთ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი (ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მიზ­ნით) უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას. იგი­ვე სტა­ტუ­სი ელის სა­ქარ­თვე­ლოს, როცა სა­ჭი­რო ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს. ასე რომ, ახლა გა­ფარ­თო­ე­ბა აღარ არის ოც­ნე­ბა. დროა წინ წა­ვი­წი­ოთ“, – აღ­ნიშ­ნა მი­შელ­მა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, გა­ფარ­თო­ე­ბის პრო­ცე­სი “რთუ­ლი და ზოგ­ჯერ მტკივ­ნე­უ­ლი“ იქ­ნე­ბა რო­გორც მო­მა­ვა­ლი წევ­რი ქვეყ­ნე­ბის­თვის, ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რის­თვის. “ჩვენ ამის­თვის მზად უნდა ვი­ყოთ. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ შემ­დე­გი გრძელ­ვა­დი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტი სა­ერ­თო მიზ­ნებს უნდა შე­ი­ცავ­დეს. ეს ამ­ბი­ცი­უ­რია, მაგ­რამ სა­ჭი­როა. ეს ჩვენ სე­რი­ო­ზულ გან­წყო­ბას აჩ­ვე­ნებს“, – გა­ნა­ცხა­და ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა. მი­სი­ვე თქმით, ეს კან­დი­და­ტი ქვეყ­ნე­ბის­თვის იმ­პულ­სი გახ­დე­ბა – იმ­პულ­სი რე­ფორ­მე­ბის ჩა­ტა­რე­ბის­თვის, გა­მო­იწ­ვევს მათ ინ­ტე­რესს, ინ­ვეს­ტი­ცი­ებს და უკე­თეს ურ­თი­ერ­თგა­გე­ბას. “შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფან­ჯა­რა ღიაა. ჩვენ უნდა ვი­მოქ­მე­დოთ ამის შე­სა­ბა­მი­სად. ამი­ტომ გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხი ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს უკვე მომ­დევ­ნო სხდო­მებ­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა. ჩვენ და­ვი­კა­ვებთ მკა­ფიო პო­ზი­ცი­ას უკ­რა­ი­ნას­თან და მოლ­დო­ვას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­სა­წყე­ბად. მე ასე­ვე ველი, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­დას­თან ბოს­ნია – ჰერ­ცე­გო­ვი­ნა და სა­ქარ­თვე­ლოც იქ­ნე­ბი­ან“, – გა­ნა­ცხა­და მი­შელ­მა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
საფრანგეთში, სახელმწიფო სკოლებში მუსულმანთა სამოსის, აბაიას ტარება აიკრძალება.
Öncəki yazı
თბილისში გასაქირავებელი ბინების ფასი წლიურად 48%-ით გაიზარდა – „თიბისი კაპიტალი“