This is a specific ad

ამბობენ, სტალინის ამ საქციელმა მეორე დღეს თავად ლენინიც გააოგნაო” – როგორ მოხვდა თურქეთის მხარეს უძველესი ქართული სოფელი: შვიდკომლიანი თათალეთის ისტორია?

45

Another advertisement

“ეს თურ­ქე­თის მხა­რეს დარ­ჩე­ნი­ლი სო­ფე­ლი თა­თა­ლე­თია, რო­მე­ლიც გურ­ჯის­ტა­ნის ვი­ლა­ე­თის დიდი დავთრის შედ­გე­ნის დროს ახალ­ქა­ლა­ქის ლი­ვის, ნი­ა­ლის­ყუ­რის ნა­ჰი­ე­ში შე­მა­ვა­ლი შვიდ­კომ­ლი­ა­ნი სო­ფე­ლი ყო­ფი­ლა. თა­ვის დრო­ზე ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილს თა­თა­ლეთ­ში ორი ეკ­ლე­სია აქვს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი… ბა­ტონ­მა კახა ას­პა­ნი­ძემ მოგ­ვა­წო­და თა­თა­ლეთ­ში მცხოვ­რე­ბი თა­ვი­სი თურ­ქი მე­გობ­რის ფა­ტიჰ აკჩა­ის მიერ გად­მოგ­ზავ­ნი­ლი თა­თა­ლე­თის ერთი ეკ­ლე­სი­ის (ეტყო­ბა მე­ო­რე ეკ­ლე­სია მთლი­ა­ნა­დაა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი) და თა­თა­ლე­თი­დან სამ­ხრე­თით, კი­ლო­მეტრ ნა­ხე­ვარ­ში მდე­ბა­რე ნა­მო­სახ­ლა­რის და ნა­ტაძ­რა­ლის ფო­ტო­ე­ბი” – წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პუბ­ლი­ცის­ტი, მკვლე­ვა­რი კუ­კუ­რი მეტ­რე­ვე­ლი… უძ­ვე­ლე­სი სოფ­ლის შე­სა­ხებ კუ­კუ­რი მეტ­რე­ვე­ლი ის­ტო­რი­ულ ცნო­ბებს გვაწ­ვდის… – პირ­ვე­ლად თა­თა­ლე­თი მე-16 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს ოს­მა­ლე­თის სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ბა­ტო­ნე­ბის შემ­დეგ და­ი­კარ­გა. მეს­ხე­თის უამ­რა­ვი სოფ­ლის მსგავ­სად ისიც ოს­მა­ლე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. რო­დე­საც 1595 წელს ოს­მა­ლებ­მა გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდელ­თა და მო­ცუ­ლო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით მეს­ხე­თის და­პყრო­ბილ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და­სახ­ლე­ბე­ბის, სახ­ნავ-სა­თე­სი მი­წე­ბის და სხვა სა­ვარ­გუ­ლე­ბის კომ­პლექ­სუ­რი აღ­წე­რა ჩა­ა­ტა­რეს, თა­თა­ლე­თი მა­შინ შვიდ­კომ­ლი­ა­ნი სო­ფე­ლი ყო­ფი­ლა… – ანუ ძა­ლი­ან პა­ტა­რა… – დიახ.. გა­მოღ­მა სო­ფელ ქარ­ზა­მეთ­ში (ახლა ნა­სოფ­ლა­რია) მა­შინ 45 კომლს უცხოვ­რია. თუმ­ცა ეს პი­რო­ბი­თია, რად­გან მა­შინ­დე­ლი კომ­ლე­ბი სულ ცოტა 10-15 სუ­ლის­გან მა­ინც შედ­გე­ბო­და. ძმე­ბი, ძმა­თა შვი­ლე­ბი… ოჯა­ხე­ბით ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ. იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ერთი კომ­ლი 30-მდე სუ­ლის­გა­ნაც შედ­გე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა უნდა ჩავ­თვა­ლოთ, რომ იმ­ხა­ნად თა­თა­ლე­თი მა­ინც პა­ტა­რა, საკ­მა­ოდ დაც­ლი­ლი სო­ფე­ლი ყო­ფი­ლა.რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, იქ ამ­ჟა­მად ძი­რი­თა­დად წარ­მო­შო­ბის თურ­ქე­ბი ცხოვ­რო­ბენ… რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხია, რომ­ლე­ბიც თა­ვის თავს „იერ­ლებს“- ად­გი­ლობ­რი­ვებს ეძა­ხი­ან. თუმ­ცა არ იცი­ან მათი წი­ნაპ­რე­ბი ვინ იყ­ვნენ. სხვა­თა შო­რის სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­ში არ­სე­ბობს დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბის ახალ­და­ბის და მო­მიჯ­ნა­ვე სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა რუს მო­ხე­ლეს თა­თა­ლე­თის გა­უ­კაც­რი­ე­ლე­ბულ და­უ­სახ­ლე­ბელ მი­წებ­ზე გა­და­სახ­ლე­ბას სთხო­ვენ. უც­ნო­ბია მო­ა­ხერ­ხეს მათ რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ამა­ზე თან­ხმო­ბის მი­ღე­ბა და თა­თა­ლეთ­ში გა­და­სახ­ლე­ბა.ამ ერთი სოფ­ლის მა­გა­ლით­ზეც კი ძა­ლი­ან კარ­გად ჩანს, თუ რა­ტომ და რო­გორ დავ­კარ­გეთ ამ­დე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და ამ­დე­ნი მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა. სა­ვა­ლა­ლო კი­დევ ისაა, რომ სა­სა­ზღვრო ზოლ­ში მოხ­ვედ­რილ იქით მხა­რეს მყოფ სოფ­ლე­ბის თუ პა­ტა­რა აუ­ლე­ბის ფორ­მის და­სახ­ლე­ბებს თურ­ქე­თის მთავ­რო­ბის მხრი­დან ყუ­რა­დღე­ბა და ხელ­შე­წყო­ბა არ აკ­ლი­ათ, აქეთ, ჩვენს მხა­რეს დარ­ჩე­ნი­ლი სა­სა­ზღვრო სოფ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ნა­სოფ­ლა­რე­ბა­დაა ქცე­უ­ლი.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
თბილისში გასაქირავებელი ბინების ფასი წლიურად 48%-ით გაიზარდა – „თიბისი კაპიტალი“
Öncəki yazı
Bu gün gözlənilən hava şəraiti – PROQNOZ