This is a specific ad

რატომ იწვევს ტკივილს “სიბრძნის კბილების” ამოსვლა, რა ფუნქცია აკისრიათ და როგორ უნდა მოვუაროთ მათ – სტომატოლოგის რეკომენდაციები

45

Another advertisement

სიბ­რძნის კბი­ლი ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის დიდ ტკი­ვილ­თან და გარ­კვე­ულ პრობ­ლე­მას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ზოგი მის ამოს­ვლას და არ­სე­ბო­ბას ვერც გრძნობს… ვი­ნა­ი­დან მისი ჭირ­ვე­უ­ლო­ბის შე­სა­ხებ ხალ­ხში არა­ერ­თი მითი თუ რე­ა­ლო­ბა არ­სე­ბობს, გა­დავ­წყვი­ტეთ, ამ თე­მა­ზე სპე­ცი­ა­ლის­თან ერ­თად გვე­სა­უბ­რა. რა­ტომ ჰქვია მას “სიბ­რძნის კბი­ლი“, რა­ტომ ფუჭ­დე­ბა ადრე, ამო­ღე­ბის შემ­დგომ რა გარ­თუ­ლე­ბებს იწ­ვევს და მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად რა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს. ამ სა­კი­თხებ­ზე სტო­მა­ტო­ლო­გი სო­ფიო კაკ­რი­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა. – “სიბ­რძნის კბილს“ ასე იმი­ტომ უწო­დე­ბენ, რომ სხვებ­ზე გვი­ან ამო­დის – და­ახ­ლო­ე­ბით იმ ასაკ­ში, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა-ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა. რე­ა­ლუ­რად სიბ­რძნეს და გო­ნი­ე­რე­ბას კბი­ლებ­თან რომ არა­ფე­რი სა­ერ­თო აქვს, ყვე­ლამ ვი­ცით. აქვე მინ­და, აღ­ვნიშ­ნო, რომ დღეს სიბ­რძნის კბი­ლებს (მე­სა­მე მო­ლა­რებს, ანუ მერ­ვე კბი­ლებს) რუ­დი­მენ­ტულ ორ­გა­ნო­ე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ. ბევ­რი თვლის, რომ საკ­ვე­ბი რა­ცი­ო­ნის სა­ხეც­ვლი­ლე­ბის (მყარ და მკვრივ საკ­ვებ­ზე მო­თხოვ­ნი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის) შე­დე­გად ამ კბი­ლებ­მა ფუნ­ქცია და­კარ­გა. ამის სა­ბუ­თად სპე­ცი­ა­ლის­ტებს ის ფაქ­ტიც მოჰ­ყავთ, რომ გახ­შირ­და სიბ­რძნის კბი­ლე­ბის უქონ­ლო­ბა – ე.წ. მე­სა­მე მო­ლა­რე­ბის პირ­ვე­ლა­დი ადენ­ტია (კბი­ლის ჩა­ნა­სა­ხის არ არ­სე­ბო­ბა- სწო­რად ამოჭ­რი­ლი და ფუნ­ქცი­უ­რად ღი­რე­ბუ­ლი სიბ­რძნის კბი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამი­სათ­ვის კი სა­ჭი­როა, კბი­ლე­ბის სწო­რად გა­მო­ხეხ­ვა დღე­ში ორ­ჯერ სტო­მა­ტო­ლო­გის მიერ შერ­ჩე­უ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით, პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ვი­ზი­ტე­ბი სტო­მა­ტოლგთან 6 თვე­ში ერთხელ, შე­საძ­ლო კა­რი­ე­სუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის დრო­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნი­სა და აღ­მო­ფხვრი­სათ­ვის. აღ­ნიშ­ნულ ვი­ზი­ტებ­ზე ხდე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი წმენ­დის ჩა­ტა­რე­ბა, რაც მი­ნი­მუ­მამ­დე ამ­ცი­ე­რებს ბაქ­ტე­რი­ე­ბის არ­სე­ბო­ბას პი­რის ღრუ­ში კბი­ლის ზე­და­პი­რი­დან და ლორ­წო­ვა­ნი­დან ბაქ­ტე­რი­უ­ლი ბი­ო­ა­პ­კის მო­ცი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. სტო­მა­ტო­ლოგ­თან რე­გუ­ლა­რუ­ლი ვი­ზი­ტი და­გეხ­მა­რე­ბათ სიბ­რძნის კბი­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში და არა მხო­ლოდ სიბ­რძნის კბი­ლე­ბის, ზო­გა­დად ჯან­სა­ღი და ლა­მა­ზი ღი­მი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Avropa İttifaqının 2030-cu il üçün genişlənmə planları məlum olub
Öncəki yazı
საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 270 ლარით გაიზარდა – რამდენია საშუალო თვიური ანაზღაურება “საქსტატის” მიხედვით?