This is a specific ad

საქართველოს 2 მოქალაქე თითქმის ორწლიანი ტყვეობის მერე ცხინვალიდან გაათავისუფლეს

17

Another advertisement

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე თავისუფლები არიან და უკვე გადმოვიდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, 25 აგვისტოს გაავრცელა.როგორც სუსი აცხადებს, კახაბერ ნათაძისა და მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად ყველა მექანიზმი გამოიყენეს, მოლაპარაკებების შედეგად კი დღეს გაათავისუფლეს.საქართველოს მოქალაქე მამუკა ჩხიკვაძე ყოფილი სამხედროა, რომელიც საოკუპაციო ძალებმა სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე 2021 წლის დეკემბერში დააკავეს და 5.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ფაქტთან დაკავშირებით მაშინ თბილისში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით, მამუკა ჩხიკვაძის მხარდამჭერი აქციაც გაიმართა, სადაც მოქალაქეები ქართულ მხარეს რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ.

კახაბერ ნათაძეც, მამუკა ჩხიკვაძის მსგავსად, 2021 წლის დეკემბერში, ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, სოფელ გდულეთთან დააკავეს.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Gürcüstanın 2 vətəndaşı iki ilə yaxın əsirlikdən sonra Çxinvalidən azad edilib
Öncəki yazı
Priqojinin meyitini morqdan oğurlayıblar?