ჩოხა ქართველთა ეროვნული სამოსია, რომელსაც ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების მიხედვით გარკვეული სახესხვაობებიც აქვს. ცნობილი, რომ მამაკაცის ქართულ სამოსს – ჩოხა-ახალუხს, ქართველთა გარდა, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებიც მოიხმარდნენ. ასე რომ, ჩოხა საერთო კავკასიური სამოსიცაა. ის სამეცნიერო ლიტერატურაში “ჩერქეზკის” სახელითაა ცნობილი, რაც იმის ასოციაციას იწვევს, რომ თითქოს ადიღეელებმა შექმნეს და მათი მატერიალური კულტურის ეს ელემენტი კავკასიის სხვა ხალხებში, და, მათ შორის, ქართველებშიც ადიღეელებისგან გავრცელდა.
ამგვარად, საერთო კავკასიური სამოსი, რომელიც საქართველოში ჩოხა-ახალუხისა და ჩრდილოეთ კავკასიაში “ჩერქესკის” სახელითაა ცნობილი, თავისი კლასიკური ფორმით ადიღე-ჩერქეზ-ყაბარდოელებსა და სხვა კავკასიელ მთიელებში გვიან ჩამოყალიბდა, სამოსს კი “ჩერქეზკა” იმიტომ ეწოდება, რომ ეს ე.წ. საერთო კავკასიური სამოსი პირველად რუსებმა ჩერქეზების ტანზე ნახეს.XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში შეიცვალა ცეცხლსასროლი იარაღი და სამასრემ პრაქტიკული მნიშვნელობა დაკარგა, თუმცა ის ჩოხა-ახალუხს მაინც შერჩა როგორც მორთულობის ატრიბუტად და მამაკაცობის, ვაჟკაცობის სიმბოლოდ.