This is a specific ad

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ატლანტის პოლიციას ჩაბარდა

41

Another advertisement

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ატლანტის პოლიციას ჩაბარდა. ეს მეოთხე შემთხვევაა, როდესაც წაყენებული ბრალდების შემდე გტრამპი სამართალდამცავ უწყებაში მიდის.

CNN-ის თანახმად, დაკავებულმა ტრამპმა დაახლოებით 20 წუთი გაატარა პოლიციის განყოფილებაში – მას შესაბამისი ფოტო გადაუღეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მანამდე ცნობილი იყო, რომ გირაო 200 000 დოლარს შეადგენდა.

გირაოს გარდა, ტრამპის თავისუფლებას სხვა წინაპირობებიც აქვს, მაგალითად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას არ შეუძლია გამოიყენოს სოციალური მედია საქმის მოწმეებზე ზეწოლისთვის.3 დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტსა და 2024 წლის არჩევნების კანდიდატს, მორიგი ბრალი წარუდგინეს – ჯორჯიის შტატის სამართალდამცავი ორგანოები მას ედავებიან 2020 წლის არჩევნების შედეგების უკანონო გზებით ცვლილებას.ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლია:

„წარმოგიდგენიათ? სამშაბათს ჯორჯიაში ჩავდივარ, რათა დამაპატიმროს მემარცხენე რადიკალმა საოლქო პროკურორმა, ფანი უილისმა. იგი აწარმოებდა და ახლაც აწარმოებს კამპანიას კუდიანებზე ნადირობის ხარჯზე. ეს ყველაფერი კოორდინაციაშია მატყუარა ჯო ბაიდენის იუსტიციის დეპარტამენტთან“, – წერდა ტრამპი.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
აბიტურიენტების საყურადღებოდ!
Öncəki yazı
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 14 პირი