This is a specific ad

რატომ არის წვა ძირითადი პრობლემა

23

Another advertisement

ყვე­ლა­სათ­ვის კარ­გად ცნო­ბი­ლია, რომ სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა მავ­ნე­ბე­ლია და იწ­ვევს მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­ა­ვა­დე­ბებს. თუმ­ცა არც თუ ისე ბევ­რმა იცის ამის მი­ზე­ზი. რა ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი გა­მო­ი­ყო­ფა სი­გა­რე­ტის წვის დროს? მწე­ვე­ლი ან­თებს სი­გა­რეტს, იწყე­ბა მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე მიმ­დი­ნა­რე რე­აქ­ცია, რო­მე­ლიც წვის სა­ხე­ლი­თა ცნო­ბი­ლი. სხვა სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, წვა ქი­მი­უ­რი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც 8000C-ზე მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. სი­გა­რე­ტის წვის შე­დე­გად გა­მო­ი­ყო­ფა კუპ­რი, მხუ­თა­ვი აირი და 6000-ზე მეტი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა. კუპ­რი და მხუ­თა­ვი აირი მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მომ­წვევ მთა­ვარ მი­ზე­ზად სა­ხელ­დე­ბა. რა არის კუპ­რი? კუპ­რი სი­გა­რე­ტის წვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ნარ­ჩე­ნის მთლი­ა­ნი მა­საა, რო­მე­ლიც დაც­ლი­ლია ნი­კო­ტი­ნი­სა და წყლის­გან. კუპ­რში შე­მა­ვა­ლი მავ­ნე, მათ შო­რის კან­ცე­რო­გე­ნუ­ლი, ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი იწ­ვევს ფილ­ტვის და­ა­ვა­დე­ბას. რა არის მხუ­თა­ვი აირი? კუპ­რის მსგავ­სად, მხუ­თა­ვი აირი იგი­ვე ნახ­შირ­ბა­დის მო­ნოქ­სი­დი (CO) მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მომ­წვევ ერთ-ერთ მთა­ვარ მი­ზე­ზად სა­ხელ­დე­ბა. CO არის უფე­რო, უსუ­ნო აირი, რომ­ლის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მოხ­მა­რე­ბა იწ­ვევს გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბებ­სა და რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბას. თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი ამ­ცი­რებს მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­ყო­ფას? თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, შე­იქ­მნა თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა: გა­სა­ხუ­რე­ბე­ლი თამ­ბა­ქო და ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტი. თამ­ბა­ქოს გა­სა­ხუ­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი სი­გა­რე­ტის წვის ნაც­ვლად 350 გრა­დუ­სამ­დე ახუ­რებს, ამი­ტომ გა­მო­ყოფს სი­გა­რეტ­თან შე­და­რე­ბით სა­შუ­ა­ლოდ 98.6%-ით ნაკ­ლებ მხუ­თავ აირს და არ გა­მო­ყოფს კუპრს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გარემონტებამდე ტვირთები ფოთისა და ბათუმის პორტებიდან გადაიზიდება
Öncəki yazı
Türkiyəli nazir: “Bakı-Tbilisi-Qars dəmir yolu xətti tam yenilənir”