This is a specific ad

საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე პრიგოჟინის გარდაცვალებას გამოეხმაურა

63

Another advertisement

საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე პრიგოჟინის გარდაცვალებას გამოეხმაურა:

„ვაგნერი არის რუსეთის ფედერაციის დაქირავებული მკვლელი. მათთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინმეს სადმე მოკვლას. იქნება მუსლიმების მკვლელობა, რომლებიც მხარს უჭერენ გენერალ ჰაფთარს ლიბიაში და გვერდში უდგანან ოფიციალურ სახელმწიფოს, თუ ეს კლავს მუსლიმებს, რომლებიც სირიაში დიქტატორი ასადის წინააღმდეგ არიან, იქნება ეს აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაში დაუცველ ქრისტიან შავკანიანთა მკვლელობა, თუნდაც მათთვის ძმებად მიჩნეული სლავური წარმოშობის უკრაინელების მასობრივი განადგურება.
მთავარი შემსრულებელის როლში პრიგოჟინი დაუპირისპირდა აშშ-ის მხარდამჭერებს და თურქებს სირიაში და როდესაც ის მხარს უჭერდა გენერალ ჰაფთარს, ის იმავე მხარეს იყო, როგორც აშშ-ის ჯარები, ისევ თურქების წინააღმდეგი იყო.მთავარი შემსრულებლის სიკვდილით დასჯა საკუთარი კლიენტების მიერ, რა თქმა უნდა, სასიხარულოა.მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ ოპერაციით პუტინმაც ახალი პირი აიყვანა მთავარი ჯალათის როლში, გაანადგურა ევგენი პრიგოჟინი, და მისი ახლო გარემოცვა, რომელიც მის წინააღმდეგ აჯანყებას ცდილობდა”- თქვა საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავჯდომარემ- ჰუსეინ იუსუბოვმა.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
“SOCAR” şirkəti tələbələrin təhsil haqqları ilə bağlı məlumat yayıb
Öncəki yazı
Vaqner bundan sonra nə edəcək? İlk mesaj: Başlayırıq, hazır olun!