This is a specific ad

ავტომობილებსა და მოტოციკლებზე ტრანზიტული და შიდა ტრანზიტის სანომრე ნიშნები იცვლება

80

Another advertisement

ავტომობილების ტრანზიტული და შიდა ტრანზიტის სანომრე ნიშნები იცვლება. აღნიშნული დადგენილება 2023 წლის 18 აგვისტოს გამოიცა, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეზე” უკვე გამოქვეყნდა. მთავრობის დადგენილების მიხედვით, ავტომობილებსა და მოტოციკლებზე შიდა ტრანზიტული ნომრები 2024 წლის 1-ლი აპრილიდან, ტრანზიტულ მანქანებზე კი 2023 წლის 1-ლი ნოემბრიდან იცვლება.დადგენილების მიხედვით, ავტომობილის შიდა ტრანზიტისნიმუში შემდეგნაირია:

სარეგისტრაციო ნიშნის ზოგადი აღწერილობა: სარეგისტრაციო ნიშნის მარცხენა მხარეს, ზედა კიდესთან, გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვედა მხარეს − საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“. მარცხენა მხარეს, ქვედა კიდესთან, დატანილია ტვიფრული ნიშანი, ე.წ. „2D ბარკოდი“. სარეგისტრაციო ნიშანს კიდის ქვედა ნახევარზე ჰორიზონტალურად გასდევს წითელი ზოლი, რომელზეც ლათინური ასოებით დატანილია „TRANSIT“. მარცხნიდან მარჯვნივ, თეთრ ფონზე შავი წარწერით დაიტანება ნომერი და სერია (ოთხი ციფრი და სივრცის გამოტოვებით – ორი ლათინური ასო). (აღნიშნული ცვლილება 2024 წლის 1-ლი აპრილიდან უნდა ამოქმედდეს).

მოტოციკლის „შიდა ტრანზიტის“ ნიმუში:

სარეგისტრაციო ნიშნის ზოგადი აღწერილობა: სარეგისტრაციო ნიშნის მარცხენა მხარეს, ზედა კიდესთან, გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვედა მხარეს − საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“. მარცხენა მხარეს, ქვედა კუთხეში, დატანილია ტვიფრული ნიშანი, ე.წ. „2D ბარკოდი“. სარეგისტრაციო ნიშანს კიდის მარჯვენა მხარეს ვერტიკალურად გასდევს წითელი ზოლი, რომელზეც ასევე ვერტიკალურად, ლათინური ასოებით, დატანილია „TRANSIT“. თეთრ ფონზე შავი წარწერით ზედა ნაწილში დაიტანება ნომერი (სამი ციფრი), ხოლო ქვედა ნაწილში − სერია (ორი ლათინური ასო). (აღნიშნული ცვლილება 2024 წლის 1-ლი აპრილიდან უნდა ამოქმედდეს).

ტრანზიტული ნომრის ნიმუში:

ტრანზიტული ნომრის ზოგადი აღწერა: ტრანზიტული ნომერი დამზადებულია შუქამრეკლი თვითწებადი ფირისაგან. ტრანზიტულ ნომერზე ნომერი და სერია დაიტანება მარცხნიდან მარჯვნივ: სამი ციფრის კომბინაცია, სამი ლათინური ასო. ტრანზიტული ნომრის შუა, ზედა ნაწილში აღინიშნება ნომრის გაცემის წელი. (აღნიშნული ცვლილება 2023 წლის 1-ლი ნოემბრიდან უნდა ამოქმედდეს).მთავრობის დადგენილების მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაევალა, სატრანსპორტო საშუალებათა შიდა ტრანზიტისა და ტრანზიტული ნომრის დამზადება/გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.რაც შეეხება ძველ ნომრებს, დადგენილების მიხედვით, მის ამოქმედებამდე გაცემულ და იურიდიული ძალის მქონე ძველი ნიმუშის შიდა ტრანზიტსა და ძველი ნიმუშის ტრანზიტულ ნომერს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მათი მოქმედების ვადით.

bpn

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია D ვიტამინის მავნებლობაზე, საკვებ დანამატებსა და სამედიცინო მითებზე
Öncəki yazı
Marneuli sakini Urekidə dünyasını dəyişib