This is a specific ad

თბილისის მერია ქსნის ქუჩაზე, სარკინიგზო გზის მონაკვეთზე კლდის ფრაგმენტის ჩამოშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

92

Another advertisement

თბი­ლი­სის მე­რია ქსნის ქუ­ჩა­ზე, სარ­კი­ნიგ­ზო გზის მო­ნაკ­ვეთ­ზე კლდის ფრაგ­მენ­ტის ჩა­მოშ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში აცხა­დე­ბენ, აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქვა­თაც­ვე­ნის პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ, თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არ­ცერ­თი გა­ნა­ცხა­დი არ ფიქ­სირ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ სიც­რუ­ეა მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ქვა­თაც­ვე­ნა გა­მოწ­ვე­უ­ლია მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბე­ბით. “ქსნის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სარ­კი­ნიგ­ზო გზის მო­ნაკ­ვეთ­ზე დღეს ჩა­მო­ი­შა­ლა კლდის ფრაგ­მენ­ტი, რაც აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა. აქამ­დე ქვა­თაც­ვე­ნა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან გან­ცხა­დე­ბა ქვა­თაც­ვე­ნის პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ აქამ­დე არც თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში და არც ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბა­ში არ შე­მო­სუ­ლა. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებთ: ტყუ­ი­ლია რიგი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს მო­სახ­ლე­ო­ბის არა­ერ­თგზის მი­მარ­თვას მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მხრი­დან რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებთ, რომ არ­ცერ­თი გა­ნა­ცხა­დი, აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქვა­თაც­ვე­ნის პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ, თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არ ფიქ­სირ­დე­ბა. ასე­ვე სიც­რუ­ეა მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ქვა­თაც­ვე­ნა გა­მოწ­ვე­უ­ლია მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბე­ბით. აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტი არ მდე­ბა­რე­ობს, უახ­ლო­ე­სი მშე­ნებ­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მეტ­რის მო­შო­რე­ბი­თაა. მო­ვუ­წო­დებთ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ფაქ­ტი გა­და­ა­მოწ­მონ მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­თან“

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
“სოფელშიც შეიძლება შეძლებულად იცხოვრო, ამას შრომა, დრო და გამოცდილება სჭირდება” – ახალგაზრდა წყვილი, რომელმაც თბილისი დატოვა და სოფლად გადასახლდა.
Öncəki yazı
დღის ფოტო: მაშველი ტინტო შოვში