მარნეულის მუნიციპალიტეტიდან ანაკლიის ბანაკში 10 ახალგაზრდა გაემგზავრა
პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება.
ბანაკის მიზანია ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, აქტიური დასვენების ხელმისაწვდომობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
ბანაკში მყოფი ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ ინტერაქციულ-საგანმანათლებლო შეხვედრებში, კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებში, სპორტულ ოლიმპიადასა და სხვადასხვა ტურნირში.მარნეულელი ახალგზრდები ანაკლიის ბანაკში მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, მერის პირველმა მოადგილემ როინ დეკანოიძემ, მერის მოადგილემ ზურაბ ფანგანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რიჩარდ გიგანმა, მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელმა პირებმა და მშობლებმა გააცილეს.