Another advertisement
მოლდოვური მედიის ცნობით, რუსმა დიპლომატებმა და საელჩოს თანამშრომლებმა ქვეყანა უკვე დატოვეს.
მოლდოვამ ქვეყნიდან 22 რუსი დიპლომატი გააძევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, დიპლომატებთან ერთად მოლდოვის დატოვება რუსეთის საელჩოს ტექნიკური პერსონალის 23 წარმომადგენელსა და მათ ოჯახებსაც მოუწიათ.
რუსი დიპლომატების გაძევება მოლდოვამ რუსეთის არამეგობრული ქმედებებით და რუსეთის მხრიდან, ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის არაერთი მცდელობით ახსნა.
ივლისის ბოლოს, გამოძიებით დამტკიცდა რომ რუსეთის ხელისუფლებას მოლდოველი პოლიტიკოსების თვალთვალი სატელიტური ანტენების გამოყენებით შეეძლო, რომლებიც კიშინიოვში რუსეთის საელჩოს სახურავზეა დამონტაჟებული.