This is a specific ad

ერევანში რუსეთის საელჩოს წინ მომიტინგეებმა ლაჩინის დერეფნის გახსნა მოითხოვეს

42

Another advertisement

ერევანში რუსეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.

ინფორმაციას “კავკაზსკი უზელი” ავრცელებს.

მომიტინგეების განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებამ მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლებისთვის მიცემული პირობა უნდა შეასრულოს და ლაჩინის დერეფნის გახსნისთვის ყველაფერი შესაძლებელი გააკეთოს.

„მთიან ყარაბაღში საწვავის, მედიკამენტების და პირველადი მოხმარების პროდუქტების დეფიციტი აღენიშნება, რაც აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის დახურვით არის განპირობებული. მივმართავთ რუსეთის ელჩს იმისთვის, რომ რუსეთმა მოიწვიოს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რიგგარეშე სესია და უზრუნველყოს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ლაჩინის დერეფნის განბლოკვის შესახებ”, – ნათქვამია მიმართვაში.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
სტოკჰოლმში კიდევ ერთხელ დაწვეს ყურანი
Öncəki yazı
Moldova MDB-nin tərksilah sazişindən çıxır