This is a specific ad

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის 1/2-ფინალში გავიდა.

51

Another advertisement

რუმინეთის ქალაქ პიტეშტში, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეოთხედფინალში, საქართველოს ნაკრები ესტონეთს დაუპირისპირდა და მეტოქე 79:66 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა 1-ელი მეოთხედი 11:24 დათმო, მეორე ტაიმში მატჩის მიმდინარეობა სრულად შეიცვალა. ჩვენი ნაკრებიდან საუკეთესო ავთანდილ ბახტაძე გახლდათ, ახალგაზრდა ცენტრმა 16 ქულა და 13 მოხსნა შეასრულა; ილია სულაძემ 13 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. შეგახსენებთ, ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრები A დივიზიონში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს და ტურნირის საუკეთესო 3 გუნდს შორის მოხვედრის შემთხვევაში ეს მისია შესრულებული იქნება.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
თუ გინდა რომ იყო ბედნიერი.
Öncəki yazı
5 პროდუქტი, რომელიც ბავშვს ყოველდღე სჭირდება – არც წონის კლებას, არც ზედმეტ წონასთან გექნებათ პრობლემა და ნაკლებადაც იავადმყოფებს პატარა.