Another advertisement
რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო მანქანა შეეჯახა.
ადგილობრივი მედიის ცნობით 19 წლის ბიჭი, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა, მაშველების დახმარებით ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
pia.ge