This is a specific ad

გაკონტროლდება გზავნილები რუსეთიდან, ბელარუსიდან, ვირტუალური აქტივებთან დაკავშირებული საქმიანობები

60

Another advertisement

გაკონტროლდება გზავნილები რუსეთიდან, ბელარუსიდან, ვირტუალური აქტივებთან დაკავშირებული საქმიანობები – სებ-მა ფინანსურ ინსტიტუტებს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი განუსაზღვრა

ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი დამტკიცდა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი განსაზღვრავს ანგარიშვალდებული პირების ვალდებულებას შეასრულონ რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის რესპუბლიკის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციათა რეჟიმების მოთხოვნები და ამ მიმართულებით შეიმუშაონ/დანერგონ ეფექტიანი შიდა კონტროლის მექანიზმები.

ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული წესის თანახმად, კომერციულ ბანკებს და მიკრობანკებს ევალებათ რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებულ სანქციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, არ განახორციელონ უცხოური ფინანსური ინსტიტუტების ან ნაღდი ფულის ტრანსპორტირებით დაკავებული პირისთვის ნაღდი უცხოური ვალუტის მიწოდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ფულის ტრანსპორტირება ხდება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში ან ევროზონის ქვეყნებში.

ამასთან, ანგარიშვალდებულ პირებს ევალებათ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში გამოვლენილ და მათთვის მიწოდებულ საყურადღებო პირებზე უზრუნველყონ საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების გამოყენება.

გარდა ამისა, სებ-ის მიერ დამტკიცებული წესის თანახმად, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს ევალებათ საქართველოს ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად წარუდგინონ ანგარიშგება რომელიც მოიცავს: ა) ინფორმაციას რუსეთის ფედერაციიდან, ბელარუსის რესპუბლიკიდან ან/და სხვა გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ; ბ) ინფორმაციას ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს კი ექნებათ ვალდებულება სებ-ში წარადგინონ ანგარიშგება რომელიც მოიცავს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციიდან, ბელარუსის რესპუბლიკიდან ან/და სხვა გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ.

Kateqoriya: İqtisadiyyat
Sonrakı yazı
8 აგვისტო – 15 წელი რუსეთ–საქართველოს ომიდან
Öncəki yazı
Rusiyadan, Belarusiyadan daşınmalara, virtual aktivlərlə bağlı fəaliyyətlərə nəzarət ediləcək