Another advertisement
თბილისის აეროპორტის მიმდებარედ ძებნა-შველის ოფისი და შვეულმფრენის ანგარი აშენდება
თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ძებნა-შველის ოფისი და შვეულმფრენის ანგარი აშენდება.
შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა 4 აგვისტოს გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 6 სექტემბერს დაიწყება და 11 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 22 542 373 ლარია.
სამუშაოების შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელია განსაზღვრული.