This is a specific ad

ვინ იყო მირზა ჰუსეინ ჰასანზადე და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

31

Another advertisement

მირზა ჰუსეინ ჰასანზადე – იგი საქართველოს მუსლიმთა ეროვნული საბჭოს წარდგენით 1918 წლის სექტემბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოს 4 დეპუტატიდან ერთ-ერთი იყო. დაბადებულია 1880-იან წლებში.

ორთაჭალაში მან ნარიმან ნარიმანოვთან ერთად დღეს უკვე მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის სკოლა გახსნა და მისი პირველი დირექტორიც თავადვე იყო. 1920 წელს „სახალხო მასწავლებლის“ წოდება მიანიჭეს. 1912 წელს მან გამოსცა სახელმძღვანელო, სახელწოდებით „თათრული ანბანი“. გარდაიცვალა 1947 წელს.

გადმოცემის თანახმად, ნოე ჟორდანიას ინიციატივით გმირობის ორდენით დაჯილდოვდა ალი – მეტსახელად „ჩოფურა“ – მარნეულის რაიონის სოფელ აშაღი სარალიდან(ქვემო სარალი).

1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომში ის მეტყვიაფრქვევე ყოფილა და რამდენჯერმე გამოუჩენია თავი მშობლიური მიდამოების დაცვისას. როგორც მაშინდელი ქართული პრესა იუწყება, ბორჩალოელებმა ამ ომში ორი ესკადრილია ჩამოაყალიბეს და საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მოქმედებდნენ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
იცით, რეალურად რას ყიდულობთ ყველის ნაცვლად?
Öncəki yazı
პროფესიები, რომლებიც შესაძლოა, ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლოს