This is a specific ad

შოვი ახლა ჭირისუფლების კორიდორია – მოქალაქის ემოციური განცხადება

17

Another advertisement

შოვი ახლა ჭირისუფლების კორიდორია – მოქალაქის ემოციური განცხადება

შოვი იყო ადგილი, სადაც უდარდელი სულით იყავით… ახლა ჭირისუფლების კორიდორია, – სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში „რაჭა” ერთ-ერთი მომხმარებელი, (Sal Lien) პოსტს აქვეყნებს.

„არ ვიცი სად დავწერო, და აქ დავწერ… ეს ის არ არის, თითქოს რაჭა ახლა გაგვახსენდა ვინმეს. რაჭაში ვინც კი ნამყოფია, ყველას უჩნდება სურვილი, ისევ მოხვდეს მანდ, ისევ გაატაროს დღეები ან თვეები. ეს იმიტომ ხდება, რომ რაჭას აქვს ენერგია, თავი გაგრძნობინოს სხვაგან, არა დედამიწაზე და არა ბეტონის ჯუნგლებში.

ყოველთვის გული და თავი მიგვაქვს რაჭამდე რომ იქ რამე გავაკეთოთ, იმიტომ, რომ ეგოისტურად გვიყვარს და მანდ უდარდელები ვართ. თითქოს ბავშვობაში გაბრუნებს, აქ ლაღი ხარ და ფეხშიშველი გაკოტრიალდები ბალახზე, მერე ბალახის სუნი და სიმწვანე აგყვება კანზე.

რაჭა და მით უმეტეს შოვი არის ადგილი, სადაც ხარ სულიერად და მიდიხარ სულიერებისთვის.და ხალხი?!

ყველას უხარიხარ, ყველა გეხმარება, ათენებ ღამეებს მათთან ერთად და არც კი იღლები და უძილოდაც კარგად ხარ. ბავშვების ხმები, ცხენების ჭენების, ნაკადულის ხმა, ხეების შრიალი…ბაბუა რომელიც გზაზე მიდის შოვუდან უწერაში – გაუჩერებ რომ გაიყვანო, გზაში გიყვება ისტორიებს.

მერე უახლოვდები და ემეგობრები.შოვი იყო ადგილი, სადაც უდარდელი სულით იყავით, შოვი იყო ადგილი, სადაც უბრალოდ იყავი მთებში და ბალახებში…

შოვი შეიძლებოდა ყოფილიყო წლები ასეთ ადგილად, უფრო მეტი ადამიანური ადამიანი რომ ყოფილიყო სამყაროში.მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც შეგვაყარა რაჭა, შოვი… მადლობა იმ გემრიელი მოგონებებისთვის და იმ ტკბილი გამოხედვისთვის რაც გვაჩუქეთ.

მადლობა იმისთვის, რომ იყავით შოველები და ბოდიში რომ ჩვენ ვერაფერი შევძელით.შოვი ჩვენთვის იყო საბავშვო მოედანი, სადაც ვიყავით ლაღები და მშვიდები, ბედნიერები და უდარდელები, ახლა რაჭა არის ჭირისუფლების კორიდორი. სევდას მიაქვს შოვის ცა…

შოვი არ დაგვავიწყდება ჩვენ არც 5 და არც 20 წელში.გვიყვარხართ, მე, ჯიქო, ბარათა, ვაისა, ჯოკონდა, ბიწო ჩვენ, ყველანი ვინც შოვში გაგვითენებია, გვიმღერია გვიცინია, ძალიან გვიყვარხართ ყველას და ბოდიში”, – წერს მოქალაქე.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
მიმდინარე კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება
Öncəki yazı
Ჯიმ რიში-რუსეთმა პასუხი უნდა აგოს საქართველოში ჩადენილ დანაშაულებზე