This is a specific ad

რაჭული ტრადიცები.

60

Another advertisement

ხალხური გადმოცემის თანახმად, ერთხელ თამარ მეფეს სოფელ სამაროვანში შეუსვენია, გლოლიდან ათი ვერსის მანძილზე. სამაროვანიდან გამომგზავრებისას თამარს მოუკითხავს საბალახოდ გაშვებული ჯორები. მეფის მხლებლებს ბევრი ძებნის შემდეგ ჯორები ჩიჩხვის მთის ძირში უპოვიათ, რომლებიც თურმე მჟავე წყალს — „ვეძას“ სვამდნენ. მეფის მხლებლებს თამარისთვის ეს წყალი აზარფეშით მიურთმევიათ. თამარს მოუსურვებია წყაროს ნახვა და გლოლას ჩაბრძანებულა. ძალიან მოსწონებია ეს ადგილი და ეკლესიის აშენება უბრძანებია, მაგრამ რადგან ადგილი უკაცრიელი და ტყით დაბურული იყო, საჭირო გამხდარა ეკლესიისთვის მეთვალყურედ ვინმე დაეტოვებინათ. დარჩენის სურვილი ამალიდან ერთ-ერთ ბერს გამოუთქვამს, მხოლოდ იმ პირობით, თუ მეფე მას ცოლის შერთვის ნებას მისცემდა. თამარს ნება დაურთავს და ბერი დარჩენილა ბიძასთან და მოსამსახურე ბიჭთან ერთად. ხალხური გადმოცემით, ამ სამი პირისგან სოფელი გლოლა მოშენებულა და იქ მცხოვრები გვარებიც სწორედ მათგან წარმოიშვა: ბერისგან — ბერიშვილები, ბიძისგან — ბიძაშვილები და ბიჭისგან — ბიჭაშვილები. სოფელ ღების („ღები“ სვანურად ჩაღრმავებულს ნიშნავს) დაარსებას ხალხური თქმულება ლეჩხუმიდან გამოქცეულ ვინმე მღებავს მიაწერს, რომელსაც თურმე კაცი შემოკვდომია და მთის რაჭაში გახიზნულა. მას ხელი მიუყვია მღებაობისთვის და სოფელსაც ამის გამო დარქმევია ღები..

ადრე რაჭის ერთ-ერთ ეკლესიაში გრძელი მილის ფორმის საკრავი ინახებოდა, რომელიც საკმაოდ მოზრდილი ყოფილა. მასზე ყველა ვერ უკრავდა. შიგ კარგად რომ ჩაებერა, დამკვრელი ძლიერი უნდა ყოფილიყო. საკრავი მეჭონეებს თავიანთი მსვლელობის დროს დაჰქონდათ და თითოეულ ეზოში სიმღერის ნაცვლად მასში სამჯერ ჩაჰბერდნენ. ნასიამოვნები მასპინძელი კი სააღდგომო კვერცხებითა და ტკბილი კვერებით ასაჩუქრებდა.

ახალი წლის ტრადიცია: კალანდობისას ოჯახის ერთი წევრი წავიდოდა ტყეში, მოიტანდა მარადმწვანე ეკლიანი და კურკიანი მცენარით სავსე მარხილს. ეს მარხილი კალოზე იდგმებოდა წაღმით აღმოსავლეთისკენ ნათლისღებამდე. ნათლისღებას იკვლებოდა საკალანდო ღორი, აცხობდნენ ღორის ქონიან განატეხს- ღორის სალოცვილს. ვახშმობამდე ბიჭს ან ოჯახის უფროს კაცს ერთი ჭიქა ღვინო უნდა წაეღო საღორესთან და იქ შეელოცა: “წმინდა ბასილამ ამრავლოს ღორებიო”. ნავახშმევს შეუდგებოდნენ სამკლოვიარო სამზადისს. აცხობდნენ დიდ ლობიან ქონიან განატეხს, რომელსაც თაფლთან, ვაშლთან და თეთრ ფულთან ერთად დებდნენ გვერგვზე. მეკვლეს კი კარებს მხოლოდ მას შმედეგ უღებდნენ, რაც სამჯერ დაარწმუნებდა, რომ ოჯახისთვის მოჰქონდა ბარაქა და ჯანმრთელობა. ზემო რაჭაში აცხობდნენ ბაჭულს, კაც-ბასილას და დიდ პურს “კერია-ბერია”-ს, რომელსაც საუზმის დროს ოჯახის ყველა წევრს უნაწილებენ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
რა განცხადებას ავრცელებს გზების დეპარტამენტი ჯუთას დაზიანებული გზის შესახებ
Öncəki yazı
ძიუდოს მასტერსის ქართული ფინალი ბუდაპეშტში – გამარჯვება ლაშა ბექაურმა მოიპოვა