Another advertisement
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა.მათ შორის იყვნენ მარნეულის მუნიციპალიტეტიდან რომან ზოიძე, მამუკა შუბითიძე, გიორგი ტატუაშვილი და ზაზა ბოჭოიზე.
მას შემდეგ 15 წელი გავიდა ,თუმცა საქართველოს ტერიტორიის 20 % კვლავ რუსეთი ოკუპაციაში რჩება. ომის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ქვეყანაში დევნილად იქცა, საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. მათთვის ყოველი ახალი დღე საკუთარ სახლში დაბრუნების იმედით თენდება.