This is a specific ad

გიორგი ყარალაშვილი შოვში დასთან, სოფი ყარალაშვილთან და მეგობართან, დავით ბერიაშვილთან ერთად ისვენებდა. მაშველებმა დავით ბერიაშვილის ცხედარიც იპოვეს, გიორგის დას კი ამ დრომდე ეძებენ

48

Another advertisement

შოვში, სტიქიის ზონაში ერთ-ერთი დაღუპული გიორგი ყარალაშვილია. ინფორმაციას ახალგაზრდა კაცის ცხედრის პოვნის შესახებ დაღუპულის მეგობრები ავრცელებენ.

გიორგი ყარალაშვილი შოვში დასთან, სოფი ყარალაშვილთან და მეგობართან, დავით ბერიაშვილთან ერთად ისვენებდა. მაშველებმა დავით ბერიაშვილის ცხედარიც იპოვეს, გიორგის დას კი ამ დრომდე ეძებენ.

რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მეოთხე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, შოვში მეწყრის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.

ბოლო ცნობებით, სტიქიას შოვში 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან, სამირა ისაევა, ლუკა დუდაშვილი, დავით ბერიაშვილი გიორგი გოგინაშვილი, უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკასია და რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მაშველები 17 ადამიანს ეძებენ. დაკარგულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
რუსეთ საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა
Öncəki yazı
სვანური წესები და ტრადიციები.