ბათუმი ფესტივალი შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო ამ კვირაში დაგეგმილ ყველა კონცერტს აუქმებს.
“ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს. ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულებს ცოცხლებს იპოვნიან,” – განაცხადეს ფესტივალის წარმომადგენლებმა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა და საცხოვრებელი კოტეჯებიც მოიყოლა. ცნობილია ექვსი დაღუპულის შესახებ.დაკარგულ ადამიანებთან დაკავშირებით ცხელი ხაზი (598 913 089) შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტიქიიდან დაახლოებით 9 საათის შემდეგ გამოაქვეყნა.
შსს-ს თქმით, “სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები”.
4 აგვისტოს 09:40 საათზე გავრცელებულ განცხადებაში შსს ამბობს, რომ “ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი”.