Another advertisement
თბილისის იუსტიციის სახლში, სადაც ასევე განთავსებულია ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტროს ნაწილი, ევაკუაცია გამოცხადდა.
ინფორმაციას რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს ადასტურებენ ეროვნულ ბანკში.არსებული ინფორმაციით, შესულია შეტყობინება, შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის სავარაუდო არსებობაზე.
შენობა თბილისში, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1-ში მდებარეობს.ამ შინაარსის შეტყობინება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში არაერთხელ შესულა, რომელიმე მათგანში ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.