Another advertisement
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საცურაო კოსტიუმით სიარული აიკრძალა. შეზღუდვა ძალაში დღეიდან შევიდა და მოქმედებს ყველგან, მათ შორის, ქუჩებში, სკვერებში, პარკებში, სტადიონებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
საცურაო კოსტიუმის ტარება დასაშვებია მხოლოდ საცურაოდ განსაზღვრულ სანაპიროზე. კანონის დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერი მოქალაქე 6000 რუბლით (დაახლოებით 65 დოლარით) დაჯარიმდება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ცნობისთვის, დე ფაქტო პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები საბოლოო მოსმენით, 8 ივნისს მიიღო.