საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით რუსთავში გამართულ მუსიკალურ საღამოს გიორგი დოხტურიშვილი რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან ერთად დაესწრო.
მუსიკალურ საღამოებს ქვემო ქართლის რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
რუსთავში, ახალგაზრდობის პარკში, საღამოს ფარგლებში გაიმართა საბავშვო გასართობი აქტივობები, მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ანიმატორების და საპნის ბუშტების შოუ, თითების თეატრი და ყვავილების თაიგულების დამზადების მასტერკლასი.
საღამო დასრულდა სხვადასხვა შემსრულებლების მიერ გამართული კონცერტით. ,,მუსიკალური საღამოს” სცენა ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა დაიკავეს. სტუმრებს, ნუკრი კაპანაძის, მაია ჯაბუას, მანანა თოდაძის, ნეკა სებისკვერაძის, გიორგი სუხიტაშვილის, დათუნა სირბილაძის, „ქართული ხმების” და სხვა ცნობილი ქართველი შემსრულებლების მოსმენის საშუალება მიეცათ.
მუსიკალური საღამოები საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში წელს პირველად გაიმართა.