This is a specific ad

28 ივლისი ჰეპატიტების დღედ აღინიშნება

57

Another advertisement

იცოდე C ჰეპატიტი არ იცდის – მივაღწიოთ სამიზნეს“- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ღონისძიება თამარ გაბუნიამ გახსნა.

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მოწვეულ სტუმრებს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევები, არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და სამომავლო გეგმები გააცნო. ისაუბრეს ელიმინაციის სტრატეგიის მნიშვნელოვან ასპექტებთან დაკავშირებით, გადაცემის პრევენციაზე, ინფიცირებული პირების გამოვლენაზე, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესებასა და ცნობიერების ამაღლებაზე, ასევე B ჰეპატიტის ელიმინაციის დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„აღინიშნა, რომ საქართველოში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო წვდომამ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეამცირა დაავადების ტვირთი. რვა წლის თავზე ქვეყანას მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ინფიცირებულთა რაოდენობა, ისევე როგორც ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი მკვეთრად არის შემცირებული.ქვეყანაში 2015 წლიდან დაწყებულ პროგრამაში 83 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო, განკურნების მაჩვენებელი 99%-ია.შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის წარმომადგენლები, პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალი, პაციენტთა ორგანიზაციის წევრები და დარგის ექსპერტები დაესწრნენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის გრანდიოზული ცერემონია და საქართველოს წარდგენა – კადრები ჩინეთიდან
Öncəki yazı
ცხინვალში დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლეს