This is a specific ad

მარნეულში ტასუას მსვლელობა გაიმართა

54

Another advertisement

მაჰარამის თვესთან დაკავშირებით, მარნეულში ტასუას სამგლოვიარო მსვლელობა გაიმართა.

ტასუას სამგლოვიარო მსვლელობა დილით 11 საათზე აჰლიბეითიდან დაიწყო და იმამ ალის მეჩეთამდე გაგრძელდა, სადაც მორწმუნეებმა ლოცვა გააგრძელეს.ამ დღეს მუსლიმები სამოცდათორმეტ წამებულ შიიტს იხსენებენ.

წლის 4 წმინდა თვიდან ერთ-ერთი, როდესაც ომი აკრძალულია , მაჰარამი, ისლამური კალენდრის პირველი თვეა.ამ თვის მე-9 და მე-10 დღეს აშურას-ორდღიანი გლოვის დღეა. ამ დღეს მუსლიმები სამოცდათორმეტ წამებულ შიიტს იხსენებენ. მათ შორის, შიიტების მესამე იმამს -ჰუსეინს, რომელიც ექვსას ოთხმოც წელს ბრძოლის ველზე მოწამლეს პატარა ქალაქ ქარბალაში, დღევანდელ ერაყის ტერიტორიაზე.

მუსლიმები მუჰარამის თვეში გლოვობენ ჰუსეინისა და მისი მხარდამჭერების მოწამეობრივ სიკვდილს.
პატივს სცემენ მოწამეებს ლოცვით და მხიარული მოვლენებისგან თავშეკავებით.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Aşura günündə məhbuslara qidaların göndərilməsi mümkün olacaq
Öncəki yazı
Rusiyanın nə qədər vətəndaşı Gürcüstan vətəndaşlığını alıb – son məlumatlar