Another advertisement
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, სამსახურის უფროსებთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.
თათბირზე განიხილეს სამსახურებში არსებული საჭიროებები და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ასევე, საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერის მოადგილე ზურაბ ფანგანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი.