Another advertisement
პოლიცია ბერლინის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში გარეულ ცხოველს ეძებს.
თავდაპირველად სამართალდამცავებს ლომის შესახებ ინფორმაცია ორმა მოქალაქემ მიაწოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ შენიშნეს დიდი ზომის კატისებრი ცხოველი, რომელიც, მათი თქმით, შესაძლოა ლომი იყოს.
Twitter-ზე გავრცელდა გადაუმოწმებელ ვიდეო, სადაც ჩანს ლომი კლეინმახნოვის ტყეში.მოსახლეობა გააფრთხილეს დარჩნენ სახლებში, სანამ პოლიცია ცხოველს არ იპოვის.თუ ცხოველი ლომია, გაუგებარია საიდან გაჩნდა იქ. ადგილობრივმა ზოოპარკებმა, ცხოველთა თავშესაფრებმა, ცირკმა განაცხადეს, რომ არცერთი ლომი არ გაქცეულა მათი ობიექტებიდან.
სამძებრო ოპერაციაში ვერტმფრენიც ჩართეს. ხელისუფლება ამჟამად მიიჩნევს, რომ ლომს შესაძლოა ტყიან ადგილას სძინავს.